სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტში.
პრიორიტეტულ საკითხად, სოფელ ჭიკაანში – სტადიონის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, სოფელი გავაზში – საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და სტადიონზე სპორტული ინფრასტრუქტურის (ტრენაჟორები) მოწყობა, სოფელ სანავარდოში – არსებული სკვერის კეთილმოწყობა და საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია.
ცნობისთვის, მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.