Home რეგიონი ახმეტა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართა

ახმეტის მუნიციპიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის ხელმძღვანელობით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები სოფლებში – ოჟიო, კოღოთო, მაღრაანი,არგოხი,ფიჩხოვანი,ალავერდი ჩატარდა.

გამართულ შეხვედრებზე, ადგილობრივებმა ის პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს, რაც სოფლებში, მათი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, პროგრამის მიზანია, მოსახლეობამ შეძლოს გადაწყვეტა, რას მოხმარდეს სოფლისთვის გამოყოფილი დაფინანსება.