“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება- “ქართული ოცნების” ყრილობაზე მიიღეს, გუნდმა მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კი გამოცხადებული მხარდაჭერისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა.
“მივესალმები ყველას, პარტიის დამფუძნებელს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მადლობა ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ არჩევა”,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.