Home დღის ამბები ბოდბეში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ჩატარდა

ბოდბეში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ჩატარდა

27 იანვარს, მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება.

ბოდბეში, სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილმა) წმინდა სინოდის წევრებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

საზეიმო ლიტურგიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრნენ.

ცნობისთვის, წმინდა ნინოს ხსენება საქართველოში ორჯერ აღინიშნება, 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის, ხოლო 27 იანვარს – მიცვალების დღეს.