Home დღის ამბები საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა

საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.

კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.

2013 წლამდე არსებული მონაცემებით საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელების 9.84%-ს შეადგენდა. შესაბამისად, 10-ჯერ უფრო არახელსაყრელი იყო, ვიდრე 2023 წელს. ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1.43 % გახდა. საუკეთესო შედეგი კი 2023 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1%-ამდე გაუმჯობესდა.