ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში ქართული ხალხური ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის შემოქმედებით ჯგუფებს მერია დააფინანსებს

ქართული ხალხური, ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის მხარდაჭერის მიზნით, ლაგოდეხის მერია, მუნიციპალიტეტის შემოქმედებით ჯგუფებს დააფინანსებს.

ჯონდო მდივნიშვილი, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ჯგუფების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, ანსამბლებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები მოისმინა და მათ კულტურული მიმართულებით შემუშავებული, ახალი პროგრამა გააცნო.

„მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული სტუდია, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში, უწყვეტად ახორციელებს საქმიანობას, ანსამბლის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ფორმების, მუსიკალური ინსტრუმენტების და სხვა საჭირო აქსესუარების შესაძენად, წელიწადში ერთხელ, ერთჯერადი თანადაფინანსების სახით, 2000 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უკვე განსაზღვრულია“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close