დღის ამბებისაზოგადოება

კახეთში უსახლკარო მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

კახეთში უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს- უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაცნობა წარმოადგენდა, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი ჰყავთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

კახეთში გამართულ, სამუშაო შეხვედრას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით გურამიშვილი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ზვიადაძე, სამმართველოს უფროსი თენგიზ ყურაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნბულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close