რეგიონიყვარელი

ყვარლის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ ყვარელსა და მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა გრძელდება.

სოფელ ჭიკაანში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდნენ და სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი.

დღეის მდგომარეობით, სულ დასრულებულია 52 სახლის (ქ. ყვარელი – 22, სოფ. ჭიკაანი – 30) სახურავის მოწყობის სამუშაოები. სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 16 სახლზე (ქ. ყვარელი – 14; სოფ. ჭიკაანი 2).
სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული დახმარება ჯამში გაეწევა სტიქიისაგან დაზარალებულ 300-ზე მეტ კერძო საცხოვრებელ სახლსა და 2 საერთო საცხოვრებელ კორპუსს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტს ჯამურად, 4 მილიონ 170 ათასი ლარი გამოეყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close