დასრულების ეტაპზეა თელავში, ,,მშვიდობის პარკის,, სარეაბილიტაციო სამუშაოები- ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს, მათი თქმით, ამ დროისთვის, პარკში სკეიდბორდის მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ცნობისთვის- ,,მშვიდობის პარკის” რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ჯამური ღირებულება 2 518 787 ლარს შეადგენს.