დღის ამბები

14-15 იანვარს ღამის საათებში საქართველოს მასშტაბით ყინვა გაძლიერდება

14-15 იანვარს ღამის საათებში საქართველოს მასშტაბით ყინვა გაძლიერდება

14-15 იანვარს ღამის საათებში საქართველოს მასშტაბით ყინვა გაძლიერდება – ამინდის პროგნოზი

13 იანვრიდან, ქვეყნის მასშტაბით, ამინდი გაუარესდება, ტემპერატურა დაიწევს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ, განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია ყინვა და თოვლი.

„ხვალ დილიდან დასავლეთ საქართველოში ნალექი უმეტესად თოვლის სახითაა მოსალოდნელი. ველოდებით ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაცემას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. 14-15 იანვარს ღამის საათებში საქართველოს მასშტაბით ყინვა გაძლიერდება. ველოდებით დასავლეთის მიმართულების ძლიერ ქარს მათ შორის დედაქალაქში. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით შეიძლება უარყოფითი ტემპერატურაც აღინიშნოს. 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან თოვს “, – განაცხადა ნიორაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close