თელავირეგიონი

თელავში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა

თელავში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

დღის განმავლობაში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გლინტვეინი და საახალწლო ტკბილეული.

საბავშვო გასართობ სივრცეში პატარებისთვის მოეწყო თამაშები.

პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მუსიკალური კარნავალი, თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირებით.

ასევე, ღია კინოთეატრში ნაჩვენები იყო საახალწლო ფილმები.

მსურველებმა თოვლის პაპას ფოსტითაც ისარგებლეს და ღია ბარათები გაგზავნეს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

საღამო გალა-კონცერტმა დაასრულა ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით: ნინი ქარსელაძე, რუსა მორჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე; ჯგუფები „სახე“ და „ქუჩის ბიჭები“.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close