თელავირეგიონი

თელაველი მოტოსპორტსმენი კავკასიის თასის მფლობელი გახდა

ქალაქ თბილისში საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის წლის გალა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბს ეროვნული მოტოსპორტის განვითარებაში შეტანილი ღირებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.

ასევე, თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის მოტოსპორტსმენი, ნიკა დოლმაზაშვილი, 2023 წლის მოტო სეზონის დრაგ რეისინგის ჩემპიონი კავკასიის თასის მფლობელი გახდა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close