თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა წარადგინა.
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 40 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელიც 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 4 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი. იზრდება ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის გამოყოფილი თანხა.
2024 წლიდან კი იწყება მონაწილეობითი ბიუჯეტირება. პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა თავად წარადგინეს საპროექტო წინადადებები და გამოავლინეს ორი გამარჯვებული პროექტი. ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად 200 ათასი ლარია გამოყოფილი.