ყვარელსა და მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა გრძელდება.
მოსახლეობას შეხვდნენ და სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მზექალაშვილი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტს ჯამურად, 4 მილიონ 170 ათასი ლარი გამოეყო. მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრების მიერ დათვლილი და შესწავლილი იქნა დაზარალებული ოჯახების რაოდენობა და მდგომარეობა.
სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული დახმარება ჯამში გაეწევა სტიქიისაგან დაზარალებულ 300-ზე მეტ კერძო საცხოვრებელ სახლსა და 2 საერთო საცხოვრებელ კორპუსს.