თელავირეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა

ხმაურით იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ლევან კოჭლოშვილმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.

მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ბაადურ რევაზიშვილი საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. გაძევებულ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა სხვა დეპუტატმაც, რის გამოც მხარეებს შორის კონფლიქტი განახლდა.

სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ოპოზიციამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

წყარო: imedinews.ge

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close