რეგიონიყვარელი

ყვარლის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ყვარლის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს მოქალაქეებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად საზეიმოდ აანთეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

ღონისძიება ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ყვარელი წელს განსაკუთრებულად ლამაზად არის მორთული საახალწლო ილუმინაციებით, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით იქნა შეძენილი და საჩუქრად გადაეცა მუნიციპალიტეტს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close