თელავირეგიონი

თელავის სპორტის სასახლეში ძიუდოში საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატი დაიწყო

თელავის სპორტის სასახლეში ძიუდოში საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატი დაიწყო.

დღეს, შეჯიბრი -60 და -66 კგ წონით კატეგორიებში გაიმართა.

-60 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ლუხუმ ჩხვიმიანი, ვერცხლის მედალოსანი კი – თემურ ნოზაძე. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: ირაკლი კუპატაძე და ამირან დარბაისელი.

-66 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი თენგო ზირაქაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის პრიზიორი ლაშა ნადირაძე გახდა. ბრინჯაოს მედალოსნები კი გიგი ოტიაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი გახდნენ.

ჩემპიონატი 29 დეკემბერს დასრულდება. ტურნირში ჯამში 367 სპორტსმენი მონაწილეობს. ხვალინდელ საშეჯიბრო დღეს ტატამზე სპორტსმენები -73 და -81 კგ წონით კატეგორიებში გამოვლენ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close