თელავირეგიონი

თელავში საახალწლო ნაძვის ხე და ილუმინაციები საზეიმოდ აინთო

თელავში საახალწლო ნაძვის ხე და ილუმინაციები საზეიმოდ აინთო.

თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პატარებთან ერთად საზეიმოდ აანთო. ნაძვის ხის ანთების პარალელურად განათდა თელავის ცენტრალური ქუჩები, ასევე ბახტრიონისა და ჩოხელის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერი, სადაც ახალი ილუმინაციები დამონტაჟდა. მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ახალი ილუმინაციები ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის თელავს საჩუქრად გადაეცა.

საახალწლო შოუში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა შემსრულებლებმა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის გარდა, კიდევ ერთი ნაძვის ხე განთავსდა თელავში, კავკასიონის ქუჩის და ალაზნის გამზრის კვეთაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – წინანდალსა და ჯუღაანში.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close