ლაგოდეხში, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის განხილვა გაიმართა.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი“, წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიზნით შემუშავებულ დოკუმენტს და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
საშუალოვადიანი დოკუმენტი, საზოგადოებას, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილმა წარუდგინა. შეხვედრაზე, განხილულ იქნა დოკუმენტის შინაარსობრივი ნაწილი და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელსაც უნდა დაეფუძნოს მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარების პროცესი.
საჯარო განხილვას, მერიის, საკრებულოს და სხვა საჯარო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მოქალაქეები დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის დოკუმენტის მომზადებაში მეთოდურ მხარდაჭერას ახორციელებდა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, საკონსულტაციო კომპანია პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში(DGG)” პროექტის ფარგლებში.