Home რეგიონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვაში ფერმერების ჩართულობის შესახებ ყვარელში შეხვედრა გაიმართა

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვაში ფერმერების ჩართულობის შესახებ ყვარელში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვაში ფერმერების ჩართულობისა და მუნიციპალური თვითმმართველობის როლის გაძლიერების ხელშეწყობა“, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტისა და ფერმერების გააქტიურება და მათი თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა სამუშაო შეხვედრა გამართა ყვარლის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.