Home რეგიონი თელავი პროექტის „საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი 2023“ გამარჯვებული თელავის მუნიციპალიტეტის მერია გახდა

პროექტის „საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი 2023“ გამარჯვებული თელავის მუნიციპალიტეტის მერია გახდა

„ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პროექტის  – „საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსი 2023“  გამარჯვებული თელავის მუნიციპალიტეტის მერია გახდა.

საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევა, ეკონომიკური თავისუფლების შეფასების მეთოდოლოგიით, ზომავს საქართველოს თვითმმართველობების მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტიანობას 3 მიმართულებით:  მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის; მუნიციპალიტეტი მეწარმეებისთვის; მუნიციპალიტეტების ადმინისტრირების ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო მაჩვენებლებით I ადგილის მფლობელი 2021 წელსაც გახდა.