დღის ამბებიეკონომიკა

„აწარმოე საქართველოს“ ახალ სტრატეგიაში გათვალისწინებულია პროექტის სამწლიანი გამოცდილება

ჩვენ გავითვალისწინებთ სამი წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცილებას, – „აწარმოე საქართველოს“ მომავალ გეგმებსა და სტრატეგიებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

აწარმოე საქართველოს ორი მიმართულება აქვს, ერთი არის ბიზნესის ხელშეწყობა და თანადაფინანსების პროგრამები და პროექტები, კომპეტენციების ზრდა და მეორე, ეს არის საინვესტიციო საქმიანობა. Invest in Georgia პროგრამა, რომელსაც ამ სტრატეგიის მიხედვით ვახორციელებდით. ამ სტრატეგიის კარგი გამოცდილება გათვალისწინებულია ახალ სტრატეგიაშიც. ასევე, თუ რამე გვაკლდა მაგალითად კომპეტენციების ზრდის კუთხით, ან ინვესტიციების მოზიდვაში ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, მათ შორის მედია დაფარვის კუთხით ყველაფერი გათვალისწინებული იქნება ახალ გეგმაში, – აღნიშნა დავითაშვილმა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close