თელავირეგიონი

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში თელავში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თელავში ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალური ლოკაციების გამწვანების სამუშაოები.

სხვადასხვა სახეობის მრავალწლიანი ნარგავები განთავსდა რუსთაველის ქუჩაზე, ისტორიული ჭადრის ხის მიმდებარე სკვერსა და მეფე ერეკლე მეორის ძეგლის გარშემო.

ასევე, პროექტის შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 შენობას და მიმდებარე ტროტუარებს.

ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო განათება და რეკრეაციული სივრცეები.

სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით 9 000 000 ლარი შეადგინა. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close