ანონსები

14 ნოემბერს კახეთში ელექტროენერგია შეეზღუდებათ

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს 10:00-დან
19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
სიღნაღში და სიღნაღის რაიონის სოფლებში ქვემო მაღარო, საქობო, ანაგა და
მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ლაგოდეხში და
ლაგოდეხის რაიონის სოფელბში ვარდისუბანი, ბოლოკიანი, კართუბანი და
მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ყვარლის
რაიონის სოფლებში ჭიკაანი, ზინობიანი, ბალღოჯიანი, მთისძირი და
მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გურჯაანში
ფურცელაძის, გურამიშვილის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან
18:00 საათამდე აბონენტებს ახმეტის რაიონის სოფლებში დუისი, ალვანი,
ალავერდი, იყალთო, ფიჩხოვანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00
საათამდე აბონენტებს დედოფლისწყაროში ბეჟანიშვილის, ჩოლოყაშვილის,
გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე; 11:15-დან 17:15 საათამდე აბონენტებს
საგარეჯოს რაიონის სოფლებში გომბორი, კოჭბაანი, ასკილაური, ველი და
მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თელავის
რაიონის სოფლებში კობაძე, სეროდანი, თეთრიწყლები და მიმდებარე
სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close