Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია „ახალგაზრდული საბჭოები 2024“-ის ფორმირებას იწყებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია „ახალგაზრდული საბჭოები 2024“-ის ფორმირებას იწყებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია „ახალგაზრდული საბჭოები 2024“-ის ფორმირებას იწყებს, რომლის მიზანიაახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თუ ხარ აქტიური, მიზანდასახული, 14-29 წლის ახალგაზრდა და გსურს წვლილი შეიტანო შენი ქალაქის/თემის განვითარებაში, განსაზღვრო არსებული პრობლემები/გამოწვევები და იმსჯელო მათი მოგვარების გზებზე, წარმოადგინო საინტერესო ინიციატივები და ახალი იდეები, რომელთა მხარდაჭერას ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.

გახდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალაზრდული საბჭოს წევრი, აირჩიე შენთვის სასურველი თემის ახალგაზრდული საბჭოს ლიდერი, ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოახდინე დადებითი ცვლილებები შენს მუნიციპალიტეტში.

შეავსე ქვემოთ მოცემული მარტივი აპლიკაცია და ხელი შეუწყე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას!

https://participatoryhub.lopi.io/a/youth-engagement

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 26 ნოემბრის ჩათვლით.

ერთად ვიზრუნოთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე!

შენი ჩართულობა მნიშვნელოვანია!

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია ორ-დონიანი ახალგაზრდული საბჭო, ,,თემის ახალგაზრდული საბჭო“ და მერის სათათბირო ორგანო ,,ახალგაზრდულ მეჩეველთა საბჭო“. საბჭოებში მიმდინარე პერიოდისთვის 300-მდე ახალგაზრდა ერთიანდება.

პროექტის პარტნიორია „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში“ #SolidarityFundPLinGeorgia