Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, სამსახურების ეფექტიანი მუშაობის მიზნით, სოციალოგიური კვლევა ჩაატარა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, სამსახურების ეფექტიანი მუშაობის მიზნით, სოციალოგიური კვლევა ჩაატარა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მერიის სამსახურების ეფექტიანი და პოზიტიური მუშაობისა და საშუალოვადიანი განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის შექმინის მიზნით, სოციოლოგიურ კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად, მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ,მონაწილეობა მიეღოთ პრიორიტეტებისა და გადაწყვეტილებების განსაზღვრაში.

მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით, გამოკითხვაში, 183 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა, გამოვლენილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტები.

შეგახსენებთ, რომ კვლევა გათვლილი იყო, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, მისი მიზანი კი გახლავთ – მუნიციპალური ორგანოების დახმარება და მოქალაქეების თანამონაწილეობა გადაწყვეტილების პროცესში.