გურჯაანიდღის ამბები

სოფელ ვეჯინში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულის, კოლა გაბიტაშვილის სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მომხდარის შესახებ გაბიტაშვილის მეზობლებს საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ,  როდესაც ხმა გაიგეს, სახლის ორივე სართული უკვე დამწვარი იყო. უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი სოფელში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა სანადირო თოფით 35 წლის თანასოფლელი ბექა ჯანიაშვილი მოკლა, ადგილობრივებს ამის თქმა უჭირთ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close