დღის ამბებილაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

7 სექტემბერს, ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, რამოდენიმე სოფელი დააზარალა. სტიქიამ, ბაისუბნის, ფონის, ცოდნისკარისა და კაბალის თემის მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები.

სტიქიის პირველივე წუთებიდან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ვითარებას ადგილზე ეცნობოდა.

ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრების მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა, შეისწავლიან დაზიანებულ სახლებს და შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება დახმარების აღმოჩენა. რაც შეეხება, დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ადგილობრივი ტექნიკის საშუალებით ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close