დღის ამბები

მე ილია ვარ, ჭავჭავაძე არა სეხნიაშვილი

ილია სეხნიაშვილი ახალგაზრდა სტუდენტი ბიჭია, რომელმაც 19 წლის ასაკის შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი გარეგნობის შეცვლა. თუმცა მისი მეგობრები მეზობლები და ახლო ნათესავები ამ ფაქტს ძალიან უარყოფითად შეხვდნენ . გავიგოთ რას ამბობს ილია ამ ფაქტზე
მე ილია ვარ, ჭავჭავაძე არა სეხნიაშვილი, არ ვიცი ილიას როგორ უყვარდა თავის სამშობლო მაგრამ მეც ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა ჩემი ქალაქი ჩემი უბანი.
– ილია ვინ ხარ საიდან მოდიხარ რატომ შეიცვალე შენი გარეგნობა ?
დავიბადე  ქართულ ტრადიციულ ოჯახში, მიუხედავად იმის რომ ჩვენს ოჯახში ქართულ ტრადიციებს ძალიან დიდ პატივსა სცემდნენ ჩემი მშობლები იყვნენ და არიან უზომოდ კაცთმოყვარეები ტოლერანტულები და მგრძნობიარეები/ მამაც და დედაც. ასევე მყავს ძმა ჩემზე უმცროსი დავით სეხნიაშვილი.

მეგობრები გაგვაცანი 

– სკოლაში მყავდნენ მეგობრები სადაც ვიზრდებოდი ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა მეზობლებთანაც და ნათესავებთანაც . მანამდე სანამ ჩემში არ ვიპოვე სიახლე. მე არ მაკმაყოფილებდა ის თმა რომელიც ბუნებამ მომცა, თუ დედაჩემს შეეძლო რომ შავი თმა ყვითლად შეეღება რატომ არ შემეძლო მე ? ან თუ ჩემს გოგონა მეგობრებს ეკეთათ საყურე მე რატომ არ შეიძლება გამეკეთებინა საყურე ან პირსინგი. გოგონებს თუ ეცვათ შარვლები არ შეიძლებოდა მე ჩამეცვა კაბა ? ეს კითხვები მიტრიალებდა პირველ კურსზე ყოფნის დროს. ვსწავლობდი კარგად, პედაგოგები იყვნენ ჩემით კმაყოფილები.

და როდის იპოვნე შენ თავი ახალი გარეგნობით ?

დედაჩემის კოსმეტიკურ ჟურნალში ვათვალიერებდი თმის საღებავების ფერს, ბოლოს ერთი ფერი მომეწონა და გადავწყვიტე რომ ვარდისფრად შემეღება. წავედი სილამაზის სალონებში სადაც არც ქალთა და არც მამაკაცთა სალონებში თმა არ შემღებეს. ამის გამო ძალიან დავითრგუნე და საღებავი თავად ვიყიდე. იმავე დღეს სანამდე სახლში ჩემით შევიღებავდი თმას წავედი და გავიჩვრიტე ყური ასევე წარბიც და გავიკეთე როგორს საყურე ასევე პირსინგიც. მერე უკვე სახლში წავედი თმის შეღებვა ვცადე. სამწუხაროდ ნახევარი თმა გამიწითლდა სრულად ვერ შევძელი როგორ გამეკეთებინა. ამასობაში კი ჩემი მშობლებიც მოვიდნენ ,

ალბათ როგორც ნამდვილმა ქართეველება გეჩხუბეს

– არა ,მამამ როცა დაინახა ჩემი თმა და საყურეები არ უჩხუბია არც უყვირია მითხრა რომ ამიხსენი რა ხდებაო . დედამ კი მკითხა ხომ არ თვლი რომ შენ სხვა სექსის ადამიანი უნდა იყო, რაზეც ვუპასუხე რომ არა , მე ისევ მომწონს გოგონები, მაგრამ უბრალოდ არ მომწონს ცემი თავი და მინდა რომ თუ შენ შეგიძლია შეიცვალო გარეგნობა მეც მოხდეს ამის შესაძლებლობა. რაზეც მშობლებისგან მივიღე მხარდაჭერა. დედამ იმავე საღამოს თავისი ხელით შემღება თმა. მამა კი მამხნევებდა და მეუბნებოდა შეიძლება ხვალიდან ქუჩაში შეგხვდნენ აგრესიულად მაგრამ არ მიაქციო ყურადღება სხვებს მთავარია რომ ეს სხეული რომელიც შენ გაქვს არის შენი ჭურჭელი და მანდ იგრძენი თავი კარგად .

დედაჩემი მიუხედავად იმის რომ ლიბერალური აზროვნებით გამოირჩევა ის ასევე ღრმად მორწმუნე ქრისტიანია . იგი დადის თბილისში ქაშვეთის ტაძარში არის მრევლი ჰყავს მოძრავი აბარებს აღსარებებს იღებს ზიარებას ესწრება ლოცვებს და წირვებს. დედაჩემის მოძღვარი მღვდელი კი ჩვენი მეზობელია თბილისში. მამაჩემი ასეთი მორწმუნე არ არის თუმცა ძალიან უყვარს სოფელი ნათესავებთან სიარული, ქართული ტრადიციულ სუფრაზე თამადობა და მეგობრებთან ერთად ყოფნა . მეორე დღიდან რაც თბილისმა და ჩემმა უბანმა მეზობლებმა ჩემი თმები ნახეს ყველაფერი შეიცვალა. მე მივხვდი რომ 2020 წლის აგვისტოდან უკვე ჩემი მეგობრების სია შემცირდა
რატომ არის ასეთი მდგომარეობა საქართველოში ?
იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერი არის ჰომოფობი მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ დავბეჭდოთ მაისური სადაც ეწერება ირაკლი ნუ ხარ ჰომოფობი ! ვიღაცამ უნდა ამოიღოს ხმა ამ ქვეყანაში !

და ბოლოს ვის გინდა უთხრა მადლობა.

– ჩემს თავს და ჩემს ოჯახს, მამას დედას და ძმას. მე იგივე ვარ უბრალოდ გავამაზდი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close