კულტურა

უჯარმის მუზეუმ – ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება გაიმართება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, 27 ივლისს, 18.00 სთ – ზე, უჯარმის მუზეუმ – ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მთის ზონის (კოჭბანი, ვერონა) მოლექსე – მოკაფიავენი: დეკანოზი თავმას ჩოხელი, გიგლა ჭინჭარაული, მართა ჭინჭარაული, რამაზი დიდებაშვილი, გელა ხოშარაული; ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური. საღამოს წაიყვანს საქართველოს 2022 წლის ეროვნული ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი ლეილა არჩემაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close