Home დღის ამბები თელაველი სპორტსმენების გამარჯვება წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატზე

თელაველი სპორტსმენების გამარჯვება წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატზე

20-25 მაისს, წოლჭიმის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ასპარეზობა როგორც ახალგაზრდებს, ისე უფროსი ასაკის და ვეტერან სპორტსმენთა სორის მიმდინარეობდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით თელაველი სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ. ტრადიციულად ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავის სპორტსმენები გამარჯვებით ბრუნდებიან უკვე სახლში.
სამხრეთ აფრიკის ქალაქ სან სიტიში გამართულ კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე და მეოთხე ადგილის მფლობელები თელველი სპორტსმენები გახდნენ.
კერძოდ 105 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა 23 წლამდელთა შორის შეჯიბრში თორნიკე პაატაშვილმა და 200 კგ აწია.
ხოლო ლევან მთიულიშვილმა კი 105 კგ წონით კატეგორიაში მეოთხე ადგილი დაიკავა
სპორტსმენს გამარჯვებას ვულოცავათ და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ მათ