დღის ამბები

თავდასხმა ენმ-ს წევრზე

22 მაისს   ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მცხოვრებ ელდარ მსხვილიძეს  თავს უცხო პირები  დაესხნენ.  დაზარალბეული თავდასხმას  პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს, ამბობს, რომ:

„საღამოს, როცა სახლში ვბრუნდებოდი, თავს დამესხნენ და კინაღამ მომკლეს მანქანიდან რომ გადმოვედი ჭიშკრის გასაღებად,  ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ხელში მომკიდა და მეორე დამიდგა წინ. “ორივეს ნიღაბი ჰქონდათ: ერთი მიყვიროდა, რომ ახლა ჩუმად მომკლავს და ჩემს ოჯახს მიწაზე გაანადგურებს”.

ჩემს უკან მეორემ ძლიერად დამარტყა თავში და აპირებდნენ ჩემს მანქანაში ჩაგდებას, ეს ვიგრძენი, მაგრამ შემდეგ მანქანასაც დავარტყი თავი და ამის მერე გონება დავკარგე.“

როგორც მსხვილიძე ამბობს მასზე განხორციელებული თავდასხმა არ არის პირველი, ის როგორც ენმ წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულია. სწორედ ეს აღიზიანებს ხელისუფლებას და ამის გამო ებრძვის მას. იყო წინა პერიოდშიც შემთხვევა როცა მას თავს დაესხნენ.

შსს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება რაზეც ისინი კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close