დღის ამბები

სამართალდამცველებს იძულებით დაატოვებინს ქვეყანა- ვანო მერაბიშვილი

ყოფილი პრემიერის და შსს მინისტრის განცხადებით, შეუძლებელია დღეს საპოლიციო ძალებმა ამ ქვეყანაში კრიმინალი აღკვეთონ. ვანო მერაბიშვილის განცხადებით :

„ ვინ უნდა აღკვეთოს კრიმინალი ამ ქვეყანაში ? თავად კრიმინალურ დაჯგუფებად არის ქცეული საპოლიციო ძალები. ვინც ამ ქვეყანაში ღირსეულად ემსახურებოდა კანონს იყო სამართლიანობის და სიმშვიდის გარანტი , ჩვენს პოლიციელებს 2012 წლის კრიმინალური ავტორიტეტები მიუსიეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს.
იძულებით დაატოვებინეს ქვეყანა ლევან არავიაშვილს რომელმაც თბილისში მარტომ შეძლი 5 კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება, ბესო გედებიძეს რომელმაც იმერეთის მხარეში შეძლო წესრიგის დამყარება და მისი ხელმძღვანელობის დროს კრიმინალი შემცირდა 55 % ით , ლევან საჩიშვილს რომელიც კახეთში გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული ალღოთი და პანკისის ხეობაში უწესრიგობა შეცვალა წესრიგით, ზურაბ გელაშვილს რომლის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და მისი უშუალო მონაწილეობით, დაიგეგმა და განხორციელდა ფართომსაშტაბიანი სპეცოპერაცია, რის შედეგად აყვანილი იქნა დიდი და კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება.  , მზია გაგნიძეს ქალბატონს რომელმაც კიბერ დანაშაული გახსნა და კიდევ ასეთ ასობით სამართალდამცავს … ამ ქვეყანაში ვინც სიმშვიდის და კონსტიტუციური წესრიგის გარანტი იყო, ქვეყნიდან გააქციეს ხელისუფლება და კრიმინალური ჯგუფები გაერთიანებული ძალით დევნიდნენ და დევნიან … და ამის შემდეგ ვის აქვს ილუზია რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა აქ წესრიგს დაამყარებს .

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close