შშს პრესცენტრის ინფორმაციით, ჩატარდა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია , სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. სპეცოპერაციის შდეგად დაკავებული იქნა , ქვეყნის შიგით მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მოქელაქეთა დაყაჩაღების გზით, ახდენდა მათ კუთვნილებაში მყოფი ავტომობილების გატაცებას და გაყიდვის მიზენით ცხინვალში გადაყვანას. შსს პრესცენტრის ცნობით , ოპერატიული ინფორმაცია მოწოდებულ იქნა , საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ზურაბ გელაშვილის მიერ, რომელმაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 95-ე კილომეტრზე , განახორციელა საეჭვო ავტომობილის დაკავება. მძღოლისგან მიღებული , ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებულ იქნა, რამოდენიმე ჯგუფის წევრი. მათგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ დაიგეგმა და ჩატარდა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძრვანელობდა შშს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. დაკავებულია, კრიმინალური წარსულის მქონე პირები, მათთან გარიგებაში მყოფი პოლიციელები.
მიმდინარეობს გამოძიება.