კულტურა
თელავში თვითნასწავლი მხატვრის – თამარ ალადაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
![](https://mak.ge/wp-content/uploads/2023/04/336799261_1404250293660190_5032487628470055676_n-800x445-1-780x445.jpg)
თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის – თამარ ალადაშვილის პერსონალური გამოფენა – გაყიდვა სახელწოდებით ,,სულის ფერები”.
,,ჩემი ნამუშევრები, განწყობით და მისი ცვალებადობით შექმნილი ხელოვნებაა. ვხატავ იმას რასაც ვგრძნობ” – ამბობს მხატვარი.
ხელოვანმა, გამოფენის გახსნის შემდეგ, შეასრულა რამდენიმე სიმღერა თავის შემოქმედებიდან. თამარ ალადაშვილს საზოგადოება იცნობს როგორც მომღერალს, კომპოზიტორს და ავტორ შემსრულებელს. გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება.