მსოფლიო

შარლ მიშელის განცხადებით, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს

შარლ მიშელის განცხადებით, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

აღნიშნული განცხადება მიშელმა კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით შემდეგი ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, რომელიც ეხება მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას, და ასევე დასავლეთ ბალკანეთს. მსურს მკაფიოდ დავადასტურო, რომ მე ამ საკითხის დაყენებას ევროპული საბჭოს დღის წესრიგში წლის ბოლოსთვის ვაპირებ. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის საბჭომ ამ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება იმ ანგარიშის გათვალისწინებით, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილება წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close