![](https://mak.ge/wp-content/uploads/2023/03/untitled-780x470.jpg)
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფრით დაიწყო.
ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ მატჩში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ნორვეგიის ნაკრებს დაუზავდა – 1:1.
მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – მე-15 წუთზე ნორვეგიის ნაკრები ალექსანდერ სორლოთმა დააწინაურა, პირველი ტაიმი კი სტუმართა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.
61-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის პასით ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გაათანაბრა.