პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – არავინ ამზადებს მეორე ფრონტს – რა მეორე ფრონტი? როდის იყო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ – ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს

სალომე ზურაბიშვილი - არავინ ამზადებს მეორე ფრონტს - რა მეორე ფრონტი? როდის იყო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ - ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს

არასდროს ვიყავი ტყუილად ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების მომხრე ნებისმიერი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის. არც ევროპარლამენტარების მიმართ და არც რუსეთის მიმართ არ არის ეს ფორმა მისაღები – რა მეორე ფრონტი? როდის იყო, რომ ჩვენი დასავლეთის პარტნიორები ომში გვიწვევდნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს, არავის აქვს დესტაბილიზაციის სურვილი.

„მე ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ამ გზას ვერავინ გადაუხვევს. ვფიქრობ საარჩევნო {საკითხი} არის, განცდა, რომ მხარდაჭერას კარგავენ ამომრჩევლებში, საჭიროა კონსოლიდაცია, რასაც უფრო ადვილად ხედავენ „ხალხის ძალაში“, ვიდრე ფართო საზოგადოებაში იმ მხარდაჭერის მოპოვებაში, რომელიც მოითხოვს გამბედავ ნაბიჯებს.

შეიძლება, თამაში რუსეთთან, რომ თავის თავს აჯერებენ, რომ ამით რუსეთი უფრო ლმობიერი იქნება ჩვენს მიმართ. თუ ვინმე ასე ფიქრობს, არაფერი სცოდნია საქართველოს ისტორიიდან რუსეთის და საქართველოს ურთიერთობაზე. გარკვეული სიფრთხილე მესმის, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები.

არასდროს ვიყავი მომხრე არც სააკაშვილის პერიოდში, არც ოპოზიციაში ყოფნისას და დღესაც, ტყუილად რაღაც ლანძღვის, შეურაცხყოფის მიყენების ნებისმიერი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის. არც ევროპარლამენტარების მიმართ და არც რუსეთის მიმართ არ არის ეს ფორმა მისაღები.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია, ქვეყანა ვართ, სადაც არავინ ამზადებს მეორე ფრონტს. რა მეორე ფრონტი? როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ. ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს. არავის აქვს დესტაბილიზაციის სურვილი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რა ტიპის ეჭვებია საქართველოსთან მიმართებით, ფიქრობენ თუ არა პარტნიორები, რომ საქართველო უკრაინის მხარესაა, თუ რუსეთისგან არც თუ ისე შორსა.

„ჩემთან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან ამ ტიპის ეჭვები ასე არ გამოთქმულა, თუნდაც დახურულ კარს მიღმა. უფრო არის განცდა, რომ ეს ხელისუფლება დაინტერესებულია თავისი საარჩევნო მომავლით და კონტაქტს კარგავს მოსახლეობასთან და ამისთვის რა არის გასაკეთებელი. ეს არის უფრო მიდგომა რაც მე მომისმენია, იმიტომ, რომ არ აქვთ სურვილი მიგვწიონ იქითკენ და რაღაცნაირად გადაგვაგდონ სხვა მხარეს. სიფრთხილეა, არანაირი გადამეტებული კრიტიკა არ მომისმენია. პირიქით, მცდელობაა იმისა, რომ ჩვენი ადგილი იყოს შენარჩუნებული და დაგვეხმარონ. დღესაც, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პათოსი ეს იყო, რომ დაგეხმარებით ამისათვის, რომ ჯერ კიდევ შეძლოთ იმ ელემენტარული ნაწილების შევსება, როგორიცაა 12 რეკომენდაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close