ესპანეთის დეპუტატთა კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ძაღლის მომავალი მფლობელები ცხოველის აყვანამდე მისი სათანადო მოვლის უფასო კურსს გაივლიან, ხოლო არსებულ მეპატრონეებს ტესტის ჩაბარება მოუწევთ, თუ რამდენად ფლობენ სოციალურ სფეროში შინაურ ცხოველთან ერთად ფუნქციონირების უნარს.
ესპანეთის პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ცხოველთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის შესახებ კანონის“ პარლამენტში განხილვა დასრულდა და ოფიციალურ სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
ამასთან, მეპატრონეს, ვინც თავის ძაღლს 24 საათზე მეტხანს მარტო დატოვებს, 500-დან 200 000 ევრომდე ჯარიმა დაემუქრება. ზოგადად, კანონის თანახმად, „ნებისმიერი შინაური ცხოველის სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ დატოვება დაჯარიმდება.“
ასევე, „სერიოზულ სამართალდარღვევად“ ჩაითვლება და 10 000-დან 50 000 ევრომდე დაჯარიმდება „ცხოველის დაკარგვის ან ქურდობის შეუტყობინებლობა,“ „მისი კვება ცხოველის შიგნეულით ან სუბპროდუქტებით, რომლებსაც შესაბამისი სანიტარული კონტროლი არ აქვთ გავლილი,“ „ტერასებსა და აივანზე ძაღლების ან კატების მუდმივი შენახვა.“
კანონი, ასევე, კრძალავს ძაღლების, კატებისა და ქრცვინების გაყიდვას შინაური ცხოველების მაღაზიებში ან კომერციული მიზნებისთვის მათ საჯარო გამოფენას. მათი გაყიდვა მხოლოდ დარეგისტრირებული და დამტკიცებული მომშინაურებლებისთვის იქნება ნებადართული.