მსოფლიო
ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა
ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა
![](https://mak.ge/wp-content/uploads/2023/03/64148c5dd707a.jpg)
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. დაკავების ორდელი, გაიცა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართაც.
ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია.
“დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პალატა II-მა გასცა დაპატიმრების ორდერი უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის მიმართ: ბ-ნი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი და ქ-ნი მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.