დღის ამბები

ენერგოკომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადებების დაწერა მოქალაქეებს იუსტიციის სახლებშიც შეუძლიათ

ენერგოკომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადებების დაწერა მოქალაქეებს იუსტიციის სახლებშიც შეუძლიათ

მომხმარებლებისთვის სერვისების მისაწვდომობის გამარტივების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდების და განაწილების სექტორში მომსახურების მიღებაზე განაცხადების ჩაბარება, გარდა ენერგოკომპანიების მომსახურების ცენტრებისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლებშიც შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, იმ მოქალაქეებს, ვისაც აბონენტის დასახელების შესაცვლელად, დავალიანების ან დარიცხული თანხის გადასამოწმებლად, აბონენტის ამონაწერის მისაღებად, სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად, მრიცხველის შესამოწმებლად, ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენის ან შეწყვეტის, ძაბვის ხარისხის შესამოწმებლად განცხადების დაწერა ენერგოკომპანიის ოფისებში უწევდათ, ამიერიდან შეუძლიათ უახლოეს იუსტიციის სახლს მიმართონ და ადგილზე შეავსებინებენ შესაბამის განაცხადის ფორმას.

„მომხმარებლის მიერ იუსტიციის სახლში შეტანილი ან შევსებული განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უმოკლეს ვადაში გადმოეცემა ენერგოკომპანიებს, რის შემდეგაც განმცხადებლები ტელეფონზე შეტყობინების სახით მიიღებენ მათი განაცხადის რეგისტრაციის ნომერს და შემდგომში, ინფორმაციას რეაგირების შესახებ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close