დღის ამბები

საქართველოში ჩამოსული რუსების დიდ ნაწილს აქვს იმისი საშუალება, რომ თავად გახსნას საკუთარი ობიექტი – რესტორატორთა ასოციაცია

საქართველოში ჩამოსული რუსების დიდ ნაწილს აქვს იმისი საშუალება, რომ თავად გახსნას საკუთარი ობიექტი - რესტორატორთა ასოციაცია

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასიურად შემოსვლის შემდეგ, გაიზარდა აქ დასაქმების მსურველთა რაოდენობაც. მეტიც, რუსეთის მოქალაქეებს შექმნილი აქვთ ტელეგრამ-არხი „ვაკანსიები თბილისი“, სადაც სასურველ სფეროში დასაქმებაზე წერენ. ყველაზე დიდი მოთხოვნა რესტორნებსა და სალონურ მომსახურებაზე მოდის.

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის შოთა ბურჯანაძის თქმით, საქართველოში ჩამოსული რუსების დიდ ნაწილს აქვს იმის საშუალება, რომ თავად გახსნას საკუთარი ობიექტი.

„აქ ჩამოსული რუსების უმეტესობა არ წარმოადგენს იმ კატეგორიას, რომ რესტორანში მიმტანად იმუშაონ. ამასთან, საქართველოში ჩამოსული რუსების დიდ ნაწილს აქვს იმის საშუალება, რომ თავად დარეგისტრირდეს ინდმეწარმედ და საკუთარი ობიექტი გახსნას. ის კატეგორია, რომელიც ქართულ რესტორნებში მუშაობს, წინა ფლანგზეც კი არ ჩანს, ასეთები არიან ძირითადად მზარეულები და ა.შ. ასეთი რუსების რიცხვი იმდენად მიზერულია, რომ სტატისტიკაც კი არ გვაქვს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, რესტორნებში რომ ცოტა რუსი მუშაობს, პირველ რიგში ენის ბარიერის, ხოლო მეორე რიგში – დაბალი ანაზღაურების გამო ხდება. „ნებისმიერ მათგანს, თავის ქვეყანაში რომ იმავე პოზიციაზე ემუშავა, გაცილებით მეტი ანაზღაურება ექნებოდა, ამიტომ აქ მხოლოდ ის კატეგორია მუშაობს, ვისაც სხვა გზა არ აქვს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close