ეკონომიკა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო „მეტწილად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ზომიერად თავისუფალ“ ჯგუფში დაქვეითდა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო „მეტწილად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ზომიერად თავისუფალ“ ჯგუფში დაქვეითდა

Heritage Foundation-ის 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა და “მეტწილად თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფიდან “ზომიერად თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68,7-ია და 2023 წლის ინდექსში შემავალი 176 ქვეყნის სიაში 26-დან 35-ე ადგილზე გადაინაცვლა. ხოლო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის საქართველო 21-ე ადგილზეა, გასულ წელს კი მე-18 ადგილს იკავებდა.

12 ქვეკატეგორიიდან საქართველოს მონაცემები გაუმჯობესებულია მხოლოდ შრომის თავისუფლების და ფინანსური თავისუფლების ნაწილში, 8-ში გაუარესებულია. კლებაა მაგალითად, სასამართლოს ეფექტურობის, ბიზნესის თავისუფლების, ვაჭრობის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების ნაწილში.

ინვესტიციის თავისუფლებისა და საგადასახადო ტვირთის ნაწილში კი, ინდექსის მიხედვით, არაფერი შეცვლილა.

ინფორმაციისთვის, ინდექსში 1-ელ ადგილს იკავებს სინგაპური. ასევე, სრულად თავისუფალი ქვეყნების რიცხვში არიან : შვეიცარია, ირლანდია და ტაივანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close