კულტურამსოფლიო

„ოსკარის“ 2023 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ

„ოსკარის“ 2023 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ

ლოს ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების 95-ე ცერემონია გაიმართა. საღამოს ტრიუმფატორი დენიელ კვონისა და დენიელ შეინერტის ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო 7 ნომინაციაში, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში მოიპოვა.

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ბრენდან ფრეიზერი დასახელდა („ვეშაპი“). ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ოსკარი მიშელ იეოს გადაეცა („ყველაფერი ყველგან ერთდროულად“). მეორეხარისხოვანი როლების კატეგორიებში ჯემი ლი კერტისმა და კე ჰიუ ქუანმა („ყველაფერი ყველგან ერთდროულად“) გაიმარჯვეს.

დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე გადაღებულმა ფილმმა „ნავალნი.“ ცერემონიას პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ცოლი იულია ნავალნაიაც დაესწრო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close