განათლებამსოფლიო

ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლები მსოფლიოში – სად მდებარეობს ისინი და რით გამოირჩევა?

ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლები მსოფლიოში - სად მდებარეობს ისინი და რით გამოირჩევა?

ზოგიერთი სკოლა ცნობილია თავისი მაღალი ფასით, რის გამოც ისინი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სკოლების სიაში მოხვდნენ.

სტატიაში მოყვანილი თითოეული სკოლის საფასური წელიწადში 100,000 აშშ დოლარს აღემატება, ზოგიერთს კი, მილიარდობით დოლარის ღირებულების საჩუქრები აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის დაფინანსება მოიპოვეთ და სიაში მოყვანილ რომელიმე სკოლაში აგრძელებთ სწავლას, თქვენ გექნებათ წვდომა საუკეთესო რესურსებსა და შესაძლებლობებზე, რაც დაგეხმარებათ მომავალში წარმატების მიღწევაში.

ამ სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ შეუერთდნენ სხვადასხვა კლუბსა და სპორტულ გუნდებს, რათა აღმოაჩინონ თავიანთი ნიჭი.

Hurtwood House School, დიდი ბრიტანეთი – 104,000 დოლარი წელიწადში

ჰურტვუდის სკოლა 1970 წელს რიჩარდ ჯექსონმა დააარსა. სკოლა სურეი ჰილზში, დიდი ბრიტანეთში მდებარეობს და იღებს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან. საგანმანათლებლო დაწესებულებაში 15-19 წლის, 350 მოზარდი სწავლობს. ყოველწლიურად კი, 150 მოსწავლეს იღებს. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, მათ სხვადასხვა სახის დაფინანსებას სთავაზობს. ჰურტვუდ ჰაუს სკოლას აქვს სტიპენდიის პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნების, მათემატიკისა და მეცნიერებებისთვის. ასევე, აქვს სხვადასხვა კლუბი და სპორტული პროგრამა.

წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა (St George’s International School) – 108,000 დოლარი წელიწადში

წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა 1927 წელს დაარსდა და ის სკოლა-პანსიონის სახით ფუნქციონირებს. სკოლა ყოველწლიურად, 60-ზე მეტი ეროვნების, 480-500-მდე მოსწავლეს იღებს. დაწესებულება ალპების ძირში, ლემანის ტბის ნაპირებზე მდებარეობს. თავის სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა სპორტს. მოსწავლეები ასევე ხვდებიან სკოლის სხვადასხვა კლუბებში.

Shortridge Academy – 110,000 დოლარი წელიწადში

Shortridge Academy არის პანსიონი მდებარეობს ნიუ ჰემფშირში, ინგლისში. სკოლა, რომელიც დაარსდა 2002 წელს, არის თერაპიული, რადგან ის იღებს სტუდენტებს, რომლებიც განიცდიან დეპრესიას, შფოთვას, დაბალ თვითშეფასებას ან სხვა სახის მენტალურ პრობლემებს. ისინი ასევე დახმარებას სთავაზობენ სტუდენტებს, რომლებსაც აკადემიური სირთულეები აქვთ. Shortridge Academy-ს კამპუსში საშუალოდ 50 სტუდენტი ჰყავს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპონსორობით, სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს ჯანსაღი სოციალური ცხოვრების შექმნაში.

ლეისინის ამერიკული სკოლა-შვეიცარია (Leysin American School) – 11 1000 დოლარი წელიწადში

ლეისინის ამერიკული სკოლა (LAS) დაარსდა 1961 წელს სიგრიდის და ფრედ ოტის მიერ. ის შვეიცარიის ალპებში მდებარეობს. სტუდენტებს კი მთელი მსოფლიოდან იღებს. LAS იღებს 350 სტუდენტს 7 წლიდან 18 წლამდე. სკოლას აქვს კლასგარეშე, სპორტული და სხვა სახის პროგრამების მდიდარი კულტურა, რომელიც გთავაზობთ საერთაშორისო ბაკალავრიატის და ამერიკული საშუალო სკოლის დიპლომებს.

აიგლონ კოლეჯი (Aiglon) – 123,000 დოლარი წელიწადში

Aiglon 1949 წელს ჯონ კორლეტის მიერ დაარსდა. სკოლა მდებარეობს შვეიცარიის ალპების ულამაზეს სოფელ ჩეზიერში და იღებს მოსწავლეებს 8 წლიდან 18 წლამდე. ის გთავაზობთ როგორც საერთაშორისო ბაკალავრიატის (I.B) ასევე I.G.C.S.E სისტემებს. აიგლონ კოლეჯში კლასში საშუალოდ 12 სტუდენტია კლასში. მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანაფარდობა არის ყოველ ხუთ მოსწავლეზე ერთი მასწავლებელი. სკოლის დევიზია „გონების, სხეულისა და სულის დაბალანსებული განვითარება“. აიგლონი გთავაზობთ კურსებს ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, ჩინურ, იაპონურ, რუსულ და არაბულ ენებზე. სკოლა გვთავაზობს 60-ზე მეტ კლასგარეშე პროგრამას, რათა დაეხმაროს სტუდენტებს განივითარონ გონება, სხეული და სული. საერთაშორისო მოგზაურობის დაგეგმვის გარდა, ის უზრუნველყოფს სხვადასხვა სპორტულ პროგრამებს. სწავლისა და პანსიონის საერთო ღირებულება 123 000 დოლარია.

როზენბერგის ინსიტუტი (Institut Auf Dem Rosenberg) – 134,000 დოლარი წელიწადში

როზენბერგი არის საერთაშორისო სკოლა-ინტერნატი, რომელიც მდებარეობს შვეიცარიაში. სკოლა 1889 წელს დაარსდა, ის მსოფლიოს უძველეს კერძო სკოლებს შორისაა. სტუდენტებს 6 წლიდან 19 წლამდე იღებს. როზენბერგს ჰყავს სტუდენტები 50-ზე მეტი ქვეყნიდან. მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანაფარდობა არის ერთი მასწავლებელი ყოველ ორ მოსწავლეზე. სწავლისა და პანსიონის მთლიანი საფასური 134 000 დოლარია და ის ერთდროულად 230 სტუდენტს იღებს. სკოლას აქვს 100-ზე მეტი კურსი, სადაც ისინი ასწავლიან სხვადასხვა ენაზე.

კოლეჯი Alpin International Beau Soleil – 143,000 დოლარი წელიწადში

კოლეჯი დაარსდა 1910 წელს შვეიცარიაში. Alpin International Beau Soleil ყოველწლიურად იღებს 11-18 წლის სტუდენტებს 50 სხვადასხვა ქვეყნიდან. სკოლა შვეიცარიის ერთ-ერთი საუკეთესოა და ალპურ გარემოში მდებარეობს. კოლეჯის პროგრამაში 20-ზე მეტი სპორტია. იქ სწავლობდნენ დანიის პრინცესა მარი და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი გიომ და ჟაკ ვილნევი.

ლე როზის ინსტიტუტი (Institut Le Rosey) – 157,000 დოლარი წელიწადში

ეს არის ყველაზე ძვირადღირებული სკოლა მსოფლიოში. Le Rosey School დაარსდა 1880 წელს და მდებარეობს შვეიცარიაში. სკოლა 8-დან 18 წლამდე ასაკის, 400 მოსწავლეს იღებს მსოფლიოს მასშტაბით და გთავაზობთ 20-ზე მეტ ენის სწავლას სხვადასხვა დონეზე. მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანაფარდობა არის თითო მასწავლებელი ყოველ ოთხ მოსწავლეზე. Le Rosey-ში სწავლის წლიურმა ხარჯებმა შესაძლოა 157,000 დოლარს მიაღწიოს. Le Rosey-ის სტუდენტებს აქვთ წვდომა სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებზე. მას აქვს 30-ზე მეტი სპორტის სახეობა, 20-ზე მეტი კლუბი სტუდენტებისთვის და ჰუმანიტარული პროექტები. სკოლის კურსდამთავრებულებს შორის არიან ეგვიპტის მეფე ფუად II, ბელგიის მეფე ალბერტ II, საბერძნეთის პრინცესა მარი-შანტალი, პრინცი რენიერი და ირანის შაჰი, მსოფლიოს სხვა ყველაზე გავლენიანი ადამიანები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close