მსოფლიო

“კორონავირუსმა, სავარაუდოდ, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა”- რას აცხადებს FBI-ის დირექტორი?

"კორონავირუსმა, სავარაუდოდ, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა"- რას აცხადებს FBI-ის დირექტორი?

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ ვრეის განცხადებით, ბიუროს მიაჩნია, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიაში წარმოიშვა.

”FBI-ის შეფასებით, პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია”, – განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ Fox News-თან საუბარში.

მისი თქმით, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს გლობალური პანდემიის წყაროს დადგენა.

ჩინეთი ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტს უარყოფს და ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close