დღის ამბები

რაშია იმ ადამიანების საიდუმლო, რომლებიც კოვიდ 19-ით არასდროს დაინფიცრებულან?

რაშია იმ ადამიანების საიდუმლო, რომლებიც კოვიდ 19-ით არასდროს დაინფიცრებულან?

რაშია იმ ადამიანების საიდუმლო, რომლებიც კოვიდ 19-ით არასდროს დაინფიცრებულან? ამ თემაზე სტატიას Sciencealert-ი აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით მსოფლიოში 757 მილიონი ადამიანი  დაინფიცირდა და რიცხვები მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ, მკვლევრები, ექიმები, მეცნიერები მუდმივად ცდილობენ კორონავირუსის გამოკვლევას.

სტატიის თანახმად, კავშირი კოვიდის მიმართ ბუნებრივ იმუნიტეტსა და გენეტიკას შორის ჯერჯერობით ბოლომდე დადასტურებული არ არის. თუმცა, COVID Human Genetic Effort-მა ჩაატარა კვლევა ადამიანებზე, რომლებსაც არ დაუდასტურდათ კოვიდი, მაგრამ შეხება ჰქონდათ კოვიდ ინფიცირებულებთან.

მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ დნმ-ი და მასში ეძებენ მუტაციებს, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან  SARS-CoV-2 ინფექციის მიმართ. ეს შეიძლება იყოს მუტაცია უჯრედულ რეცეპტორებში ან ფერმენტებში, რომლის მეშვეობითაც ადამიანის უჯრედი ინფიცირდება. ან შესაძლოა მუტაცია გენში, რომელიც მონაწილეობს ინფექციისადმი იმუნურ პასუხში.

კვლევების შედეგად მოხდა იმ გენეტიკური მუტაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ზოგიერთ ადამიანს რეზისტენტულს ხდის სხვადასხვა ინფექციის მიმართ. მაგალთად ასეთია აივ-ინფექცია. შესაძლებელია, ეს იყოს არა ერთი გენის მუტაცია, არამედ მრავალჯერადი გენის მუტაციების კომბინაცია, რომლებიც უზრუნველყოფს ბუნებრივ იმუნიტეტს  COVID 19-ის მიმართ.

კვლევა მეცნიერებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ ურთიერთკავშირი გენეტიკასა და დაინფიცირებას შორის.

„უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსი განაგრძობს ადამიანთა დაინფიცირებას  და განიცდის მუდმივ მუტაციას, თუმცა მასშტაბური ვაქცინაციის წყალობით შემცირებულია გართულებული შემთხვევები. კოვიდის მართვა შესაძლებელი გახდა სახლის პირობებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია მსგავსი კვლევების არსებობა და ამავდროულად, საზოგადოების მუდმივი ინფორმირება კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე,“ – ნათქვამია სტატიაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close