მსოფლიო

11 წლის მილიონერი გოგონა “პენსიაზე გასვლას“ გეგმავს – რას წერს დასავლური მედია პიქსი კერტისის შესახებ?

11 წლის მილიონერი გოგონა “პენსიაზე გასვლას“ გეგმავს - რას წერს დასავლური მედია პიქსი კერტისის შესახებ?

11 წლის პიქსი კერტისი მინი მაგნატია, ის წლებია უკვე, რაც წარმატებულ ბიზნესს აწარმოებს. პიქსის დასავლურ მედიაში კარგად იცნობენ. გოგონა სპინერებს, ფიჯეტებსა და სხვა პროდუქციას ყიდის, რომელსაც ინტერნეტ პლატფორმებზე უკეთებს რეკლამას.

11 წლის გოგონა, რომელმაც მრავალმილიონიანი იმპერია დააგროვა, ნახევრად “პენსიაზე გასვლას“ გეგმავს. როგორც ავსტრალიური გამოცემა წერს, მისი მთავარი ამოცანა ახლა სწავლაზე ფოკუსირებაა, ბიზნესის მართვაში ნაწილობრივ ჩაერთვება, თუმცა ძირითად ნაწილს მისი დედა უხელმძღვანელებს.

როქსი ჯაჩენკოს ქალიშვილმა, პანდემიის დროს დაწყებული ბიზნესის წყალობით პირველივე თვეს 200 000 დოლარი გამოიმუშავა.

მოზარდი საოცარ ფუფუნებაში ცხოვრობს და მშობლები სულაც არ ზღუდავენ. მისი მე-11 დაბადების დღის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. მხოლოდ წვეულება ოჯახს 40 000 დოლარი დაუჯდა.

მიუხედავად იმისა, რომ მას მართვის მოწმობა არ აქვს და ჯერ კიდევ ვერ აიღებს, პიქსი ფლობს 270,000 დოლარის ღირებულების Mercedes Benz Gl-ს.

პიქსი კერტისმა მისი კომპანიის, Pixie’s bows-ს გაყიდვებიდან 13 მილიონი დოლარი უკვე გამოიმუშავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close