საზოგადოება

აქცია – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებით დასრულდა

აქცია - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებით დასრულდა

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია, სახელად – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“, დასრულდა.

პარლამენტის წინ მოქალაქეებმა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლ მეგობარ ქვეყანას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა და გმირი უკრაინელი მებრძოლებისა და ხალხისადმი თანადგომა გამოხატეს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი იყვნენ საქართველოს რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. სოლიდარობის აქციას არ შეუერთდა საქართველოს ხელისუფლება.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა და საქართველოში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა. ასევე, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც ქართველებს მადლობა გადაუხადა სოლიდარობისთვის.

აქციის ბოლოს შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

დღეს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ზუსტად 1 წელი გავიდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close