სამართალი

“ბავშვს სხეულზე დამწვრობები აქვს, სახეზე – დაზიანებები…” – 2 წლის გოგონა, რომელზეც სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ძალადობდნენ, გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანეს

"ბავშვს სხეულზე დამწვრობები აქვს, სახეზე - დაზიანებები..." - 2 წლის გოგონა, რომელზეც სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ძალადობდნენ, გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანეს

2 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბით გურ­ჯა­ა­ნის კლი­ნი­კა “ჯეო ჰოს­პი­ტალსში” იმ­ყო­ფე­ბო­და, თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბავ­შვს დამ­წვრო­ბე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბა.

რო­გორც გურ­ჯა­ა­ნის მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, გელა ორ­ვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

“2 წლის ბავ­შვია შე­მოყ­ვა­ნი­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მიერ. მას აღე­ნიშ­ნე­ბა მუც­ლის არე­ში არე­ში, ასე­ვე მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა და დამ­წვრო­ბის მი­და­მო­ე­ბი მუც­ლის წინა კე­დელ­სა და ორი­ვე ქვე­მო კი­დუ­რის არე­ში. ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა და გა­და­ვიყ­ვანთ თბი­ლის­ში” – აღ­ნიშ­ნა ექიმ­მა.

ბავ­შვის ბე­ბი­ის თქმით, მცი­რე­წლო­ვანს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­დამ მი­ა­ყე­ნა. რო­გორც ის ამ­ბობს, მშობ­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას მა­ნამ­დეც ჰქონ­და ად­გი­ლი.

“და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს სხე­ულ­ზე, აქვს სა­ხე­ზე, ხელ­ზე და დამ­წვა­რია. მე არ და­მი­ნა­ხავს, რომ სცემ­და(დედა), თუ რას აკე­თებ­და, მაგ­რამ ხე­ლე­ბი და­სი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და. თვი­თონ აღი­ა­რა, რომ ჩემ­გან არის ესე­ნი ნატ­კე­ნიო. სცემ­და ხოლ­მე, ია­ტაკ­ზე ახეთ­ქებ­და. მე ვუ­თხა­რი, რა­ტომ აკე­თებ მეთ­ქი? სულ შავი ჰქონ­და ბავ­შვს თვა­ლი, და­ლურ­ჯე­ბუ­ლი” – ამ­ბობს ბე­ბია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close